"ჩელსი" ტორესს ვადას ზაფხულამდე აძლევს

AutoSharing Option
ბრიტანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, "ჩელსის" ხელმძღვანელობამ გუნდის ფორვარდს, ფერნანდო ტორესს მომავალი წლის ზაფხულამდე დრო მისცა, რათა ფეხბურთელმა კლუბს მისი საჭიროება დაუმტკიცოს.

რაც შეეხება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას, "არისტოკრატები" ესპანელის გაშვებას იანვარში არ გეგმავენ.

ზამთარში აფრიკის თასზე დროგბა და კალუ მიემგზავრებიან, ამიტომ ტორესს შანსი ექნება გუნდს სარგებლობა მოუტანოს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი ზაფხულამდე ვერ ათამაშდება, უკვე მომავალი წლის ზამთარში კლუბი მას ტრანსფერზე დააყენებს.

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული