ესპანეთის ჩემპიონთა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა შეფებმა "ლურჯებს" შეახსენეს, რომ ფეხბურთელის კონტრაქტში შეტანილია გამოსყიდვის პუნქტი, რომლის თანახმადაც რომეუ "კამპ ნოუზე" უნდა დაბრუნდეს. უფრო კონკრეტულად, ბარსელონელების ვერსიით ნახევარმცველი კატალონიაში ან ამ ზაფხულს დაბრუნდება და, ამ შემთხვევაში, "ბლაუგრანა" მასში 9,5 მილიონ ფუნტს (11,3 მილიონი ევრო) გადაიხდის, ან 2013 წლის ზაფხულში, ოღონდ ამ დროისთვის ის უკვე 13 მილიონი ფუნტი (15,5 მილიონი ევრო) ეღირება. შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" რომეუ
მავანმა ბარსელონელმა ჩინოსანმა ინგლისურ ტაბლოიდებს ასეთი რამ უთხრა: "ორიოლის ბედი "ჩელსის" კი არა, ჩვენს ხელშია. ჩვენ შეგვიძლია ბიჭი როდესაც მოგვეპრიანება მაშინ დავიბრუნოთ და რას ლაპარაკობს ამის შესახებ ვილაშ-ბოაში გაუგებარია. ჩვენ სულაც არ გვიკვირს, რომ რომეუ პრემიერლიგაში კარგად თამაშობს. ის დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელია, რომელიც დღითიდღე, ტურიდან ტურამდე იზრდება".
რამ გამოიწვია ბარელონელების რეაქცია? რა თქვა ასეთი დასავლეთლონდონელთა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა? მან, ამ დღეებში მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რომეუ "სტემფორდ ბრიჯზე" დიდ ხანს დარჩება:
"კონტრაქტში წერია, რომ "ბარსელონა" რომეუს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოისყიდის თუ "ჩელსი" იქნება თანახმა. პრემიერლიგას ისეთი ჩემპიონატი აქვს, რომ მასთან შეგუებას, როგორც წესი, დრო სჭირდება, ორიოლი კი პირველივე დღიდან მოერგო ინგლისური კლუბების შეჯიბრებას. იგივე შემიძლია ვთქვა ხუან მატაზეც, რომელიც "ვალენსიადან" ჩამოვიყვანეთ".
ორშაბათს, "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელიც "ლურჯებმა 2:1 მოიგეს, რომეუსთვის დასავლეთლონდონელთა შემადგენლობაში ზედიზედ მეხუთე იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"