"დეზებს" ნიგერიელი მოუნდათ

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურს" ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების ვარსკვლავის, რაჰიმ ლავალის შეძენა სურს.

შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც 21 წლის გახლავთ, ორი კვირის წინ, ნიგერიისა და ალჟირის ოლიმპიური ნაკრებების შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს შეხვედრა ოლიმპიელმა "სუპერარწივებმა" 4:1 მოიგეს.

ლავალი დღეისათვის ესპანეთში, სეგუნდა დივიზიონ B-ში თამაშობს. კერძოდ, ის ამ ლიგის ლიდერის, "ატლეტიკო ბალეარესის" წევრია. "ატლეტიკოს" წარმომადგენლებმა განაცხადეს:

"რაჰიმ ლავალის ყიდვა ფრანგულ "ლიონს" და ეგვიპტურ "ზამალექს" უნდოდა. ახლა ამ ორ კლუბს ინგლისური "ტოტენჰემ ჰოთსპურიც" დაემატა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული