შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც 21 წლის გახლავთ, ორი კვირის წინ, ნიგერიისა და ალჟირის ოლიმპიური ნაკრებების შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს შეხვედრა ოლიმპიელმა "სუპერარწივებმა" 4:1 მოიგეს.
ლავალი დღეისათვის ესპანეთში, სეგუნდა დივიზიონ B-ში თამაშობს. კერძოდ, ის ამ ლიგის ლიდერის, "ატლეტიკო ბალეარესის" წევრია. "ატლეტიკოს" წარმომადგენლებმა განაცხადეს:
"რაჰიმ ლავალის ყიდვა ფრანგულ "ლიონს" და ეგვიპტურ "ზამალექს" უნდოდა. ახლა ამ ორ კლუბს ინგლისური "ტოტენჰემ ჰოთსპურიც" დაემატა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"