ვილაშ-ბოაში: ტორესს ცოტა კიდევ ვაცალოთ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა უარყო ხმები, თითქოს კლუბი ფერნანდო ტორესის გაყიდვაზე ფიქრობს. პორტუგალიელ თავკაცს ჯერ ისევ სწამს, რომ ტორესი ლონდონურ კლუბში თავის გამოჩენას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატებმა" ესპანელი ფორვარდი "ლივერპულისგან" ერთი წლის წინ 50 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდეს, თუმცა ფეხბურთელმა მოლოდინი ჯერჯერობით ვერ გაამართლა - "ჩელსის" მაისურით სულ ხუთი გოლის გატანა შეძლო.

"ტორესის ნიჭიერება ეჭვს არ ბადებს. ყველა პრობლემა მის მოტივაციასა და ფსიქოლოგიაშია. მე ყველას მოვუწოდებ, ცოტა კიდევ დაიცადოს. თავად კი დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ის თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს.
საამისოდ ფერნანდოს გოლის გატანის ალღოს დაბრუნება მართებს.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია, კონკრეტულად გუნდის რომელი ფეხბურთელი გაიტანს გოლს, მაგრამ რადგან ტორესს ზურგზე ნომერი 9 აწერია, შედეგიანად თამაში მართებს!", - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული