სილვა: ვან პერსი ლამის ყოველ თამაში იტანს, მაგრამ "სიტის" ეს არ ანაღვლებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა დავიდ სილვამ "არსენალთან", 18 დეკემბერს გასამართი საშინაო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"არსენალის" თავდამსხმელი ვან პერსი ლამის ყოველ თამაშში იტანს და ამჟამადა მის აქტივში საკმაოდ ბევრი გოლიც დაგროვდა, მაგრამ ჩვენ ეს დიდად არ გვანაღვლებს.

"არსენალში" სხვა შემტევი ფეხბურთელებიც არიან, რომლებსაც ნებისმიერი მეტოქის კარისთვის შეუძლიათ ხიფათის შექმნა და ამიტომ, ჩვენ ყველა შემთხვევაში სრული კონცენტრაციით მოგვიწევს გარჯა, რათა სასურველი გამარჯვება ვიზეომოთ.

ვფიქრობ, ამ მატჩის ბედს დიდწილად ნახევარდაცვაში თამაში გადაწყვეტს. "არსენალს", ისევე როგორც "მანჩესტერ სიტის", ბურთზე კონტროლის დაწესება უყვარს და ამ
კომპონენტში დომინირებისთვის ბრძოლა პირველსავე წუთებიდან გაჩაღდება.

"არსენალს" ძალიან კარგი ნახევარმცველები ჰყავს - არტერა, რემსი, სონგი და ჩვენ დიდი ჯაფა დაგვადგება, ამ ბიჭებს რომ ვაჯობოთ.

რაც არ უნდა იყოს, ჩვენ არ გვაქვს ამ საშინაო მატჩში მოდუნების უფლება, თუკი ჩემპიონობა გვსურს. "არსენალთან" დაპირისპირებაში გამარჯვება ძალაიან, ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა სილვამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული