"ლივერპული" იოზილს უმიზნებს

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი "ლივერპულის" ინტერესთა სფეროში მოხვდა. მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ბარსელონასთან" (1:3) დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ 23 წლის გერმანელს გაყიდის, თუკი ის სეზონის ბოლომდე თამაშს საგრძნობლად არ გააუმჯობესებს.

ჰავბეკი "სამეფო კლუბში" მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შემდეგ გადავიდა, რომელზეც გერმანიის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. იოზილში 12.4 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. "რეალი" იმედოვნებს, რომ ევრო 2012-ის შემდეგ იოზილის გაყიდვას 18 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული