"მდგომარეობის გამოსწორების გზაზე ვდგავართ, მაგრამ კვირას დიდი გამოცდა გველის. ვნახოთ, როგორ გავუძლებთ მას. ჯერჯერობით საჩემპიონო რბოლაში არ ვმონაწილეობთ და მასში ჩასართველად "მანჩესტერ სიტისთან" მიახლოებაა აუცილებელი.
ამის გაკეთების კარგი საშუალება დღეს გვაქვს. "სიტისთან" გამარჯვებით პროფესიონალურ სიამოვნებას მივიღებ. მთელი საუბრები იმის შესახებ, თუ რამდენი ფული აქვთ მათ და რამდენი გვაქვს ჩვენ, თამაშზე არანაირად არ აისახება", - აღნიშნა ვენგერმა.