სილვამ "მანჩესტერ სიტი" ლიდერად დატოვა

AutoSharing Option
ლიდერი უცვლელია - "მანჩესტერ სიტის" "არსენალთან" ნამდვილი გამოცდის ჩაბარება მოუხდა, მაგრამ თავი არ შეურცხვენია. შეხვედრა პირველ ტაიმში უფრო "ჩაკეტილი" იყო და მომენტების სიუხვით არ გამოირჩეოდა, მეორეში, განსაკუთრებით კი დავიდ სილვას გოლის შემდეგ "გაიხსნა" და მაყურებელს სეირი ნამდვილად არ დაკლებია.

სახიფათო მომენტები ორივე გუნდმა შექმნა. არსენალელმა, რობინ ვან პერსიმ გოლიც გაიტანა, მაგრამ ოფსაიდი აუწიეს. მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში "მეთოფეები" მაშინ იგებენ, როდესაც ვან პერსის გოლი გააქვს.

წინა ორშაბათს, "ჩელსისთან" დამარცხების შემდეგ, ამ შეხვედრაში გამარჯვება რობერტო მანჩინის გუნდისთვის შესანიშნავი შედეგი იყო და არა
მარტო ცხრილში ქულების დამატების, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. ისტლენდელები საკუთარ კედლებში ასპროცენტიან სვლას განაგრძობენ.

"უიგანის" 26 წლის ბარსელონელმა ნახევარმცველმა, ჯორდი გომესმა ზედ შეხვედრის დასრულების წინ, 88-ე წუთზე გატანილი გოლით "ჩელსი" დაამუნჯა - "DW სთედიუმზე" დასავლეთლონდონელებმა 1:1 ითამაშეს და ის ფსიქოლოგიური თუ ფაქტობრივი კოზირი, რომელიც ერთი კვირის წინ, "მანჩესტერ სიტის" ძლევით მოიპოვეს, მთლიანად თუ არა, დიდწილად გაფანტეს.

არადა, სტუმრები 1:0-ს იგებდნენ... თუმცა, ისიც სათქმელია, რომ დენიელ სტარიჯის შესანიშნავ გოლამდე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენიათ. სტარიჯს 59-ე წუთზე ასისტენტობა ეშლი კოულმა გაუწია. მან, მარცხენა ფრთიდან, ცენტრს ათიოდე მეტრით გადაცილებულმა, ბურთს მთელი მოედანი დიაგონალურად გადააკვეთინა და საჯარიმოში ჩააგდო, სადაც სტარიჯს მისი არც სწრაფი დამორჩილება გასჭირვებია და არც ზუსტი დარტყმა.

რაც შეეხება საპასუხო გოლს, გომესს მის გატანაში დიდად შეუწყო ხელი "ლურჯების" მეკარის, პეტრ ჩეხის შეცდომამ - ჩეხს უგო როდალეგას სუსტი დარტყმა ხელში რომ დაეჭირა, ესპანელი დამატებაზე ვეღარ ითამაშებდა.

"ჩელსის" მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე თქვა: "შობის წინა კვირაში სტუმრად თამაში ძნელია. მოედანზე დიდი ბრძოლა გაიმართა. შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა უფრო მეტი, ალბათ, "უიგანს". მათ ძალ-ღონე არ დაზოგეს, რათა დამარცხებას გადარჩენილიყვნენ".

"ნიუკასლ იუნაიტედს" იმედი ჰქონდა, რომ ოთხი ტურის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მოიგებდა, მაგრამ არც "სუონსისთან" გაუმართლა. დემბა ბას მიმდინარე სეზონში მე-12 გოლის გატანაში ხელი ხან ძელმა შეუშალა და ხან უელსური გუნდის მეკარემ, ჰოლანდიელმა მიქელ ვორმმა სხვათაშორის, სენეგალელამდე "სუონსის" კარის ძელს გამოჯანმრთელებულმა არგენტინელმა მცველმა, ფაბრისიო კოლოჩინიმაც დაუმიზნა. "კაჭკაჭთაგან" დიდებული საგოლე მომენტი ჰქონდა კიდევ ერთ არგენტინელს, ხონას გუტიერესსაც, მაგრამ მასპინძელთა ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა. როგორც ჩანს "ნიუკასლს" ამ შეხვედრაში გამარჯვება არ ეწერა. ერთმანეთის პირისპირ ხომ უელსის ნაკრების გარდაცვლილი მწვრთნელის, გარი სპიდის ყოფილი გუნდი და მისი სამშობლოს, უელსის წარმომადგენლები იდგნენ. ამიტომაც ხვდებოდა ბურთი ხან ძელს და ხანაც მიზანს სანტიმეტრებით ცდებოდა.

"ფულჰემს" "ბოლტონთან" შეხვედრაში არაფერი ეტყობოდა, რომ გასული კვირის შუაში, ევროლიგის მატჩი ჰქონდა ნათამაშები. თითქოს, წესით, დაღლილი უნდა ყოფილიყო. ბოლტონის მდგომარეობა კი სავალალოა. გუნდის მწვრთნელმა, ოუენ კოილმა, მატჩის შემდეგ განაცხადა:

"მწვრთნელი გახლავართ და გუნდის შედეგებზე პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ. ხალხის უკმაყოფილება ჩემთვის სრულიად გასაგებია. თავადაც იმედგაცრუებული გახლავართ. ფეხბურთი ისეთი სფეროა, მის შესახებ ყველას თავისი მოსაზრება აქვს. უკლებლივ ყველა კრიტიკას მივიღებ, ერთადერთი, პირად შეურაცხყოფაზე ნუ გადმოვლენ".

"ევერტონს" მოწინააღმდეგის კართან, როგორც იქნა გაუღიმა ბედმა - "ნორვიჩთან" შეხვედრაში, მშობლიურ "გუდისონ პარკზე" მარცხდებოდა, მაგრამ 81-ე წუთზე, როისტონ დრენტეს დარტყმული ლიონ ოსმანს მოხვდა, მიმართულება ოდნავ იცვალა და კარში შევარდა. აღსანიშნავია, რომ ლივერპულელებმა, პირველ ტაიმში, გრანტ ჰოლტს დაცვის უგერგილო თამაშის გამო გაატანინეს.

ცნობისათვის: "ნორვიჩმა" ქალაქ ლივერპულიდან ორ თვეში უკვე მეორედ წაიღო ქულა. მატჩის შემდეგ, სტუმართა შოტლანდიელ მწვრთნელს, პოლ ლამბერტს უპირველეს ყოვლისა მატჩის მიწურულს დასანანი გოლის გაშვებაზე ჰკითხეს. მან თქვა: "სამწუხაროდ, ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან მაგ მომენტში სხვაგან ვიყურებოდი. რაც შეეხება მთლიანად მატჩს, "გუდისონ პარკზე" თამაში ძნელია. აქედან ქულის წაღება დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. დღეს, ჩვენ, როდესაც საჭირო იყო მთელი ენერგიით ვიცავდით თავს, როდესაც საჭირო იყო, ორთაბრძოლებში შევდიოდით, მაგრამ მასპინძლები მაინც ახერხებდნენ მუდმივ დაძაბულობაში ვყოლოდით".

"ბლექბერნმა" "ვესტ ბრომვიჩთან", შინ, პიტერ ოდემვინგეს მიერ 89-ე წუთზე გაშვებული გოლით წააგო და მწვრთნელ სტივ კინს კლუბში მუშაობის ერთი წლისთავი ჩაუშხამა.

"დღეს ბევრმა ადამიანმა დამიჭირა მხარი, გამამხნევა და დამაიმედა, რაც ძალიან მესიამოვნა, მაგრამ მე "ბლექბერნის" მწვრთნელად იმიტომ კი არ ვმუშაობ, რომ მხარდაჭერის სიტყვები მოვისმინო. შედეგებს უნდა ვაღწევდე", - თქვა მატჩის შემდეგ კინმა.

ცნობისათვის: ერთ-ერთი მათგანი, ვინც კინისადმი სიმპათია გამოხატა და მხარი დაუჭირა, "ვესტ ბრომვიჩის" მწვრთნელი, როი ჰოჯსონი იყო.

"სტოკ სიტიზე" კი ქების მეტი რა ითქმის. გუნდმა, რომელმაც წინა ტურში "ტოტენჰემ ჰოთსპურს" მოუგო, ამჯერად, სტუმრად, "ვულვერჰემპტონიც"დააყოლა და... პრემიერლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიმარჯვა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მარტივად მოუგო "ქუინზ პარკ რეინჯერსს". თამაშის დაწყებიდან ერთი წუთიც არ იყო გასული უეინ რუნიმ მიმდინარე ჩემპიონატში თავისი მე-12-ე გოლი რომ გაიტანა. ამის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭებმა ბევრი შესაძლებლობები გაუშვეს ხელიდან, თუმცა მეორე ტაიმში მაიკლ ქერიკმა მაინც მოახერხა მეორე გოლის გატანა. ცნობისათვის: ქერიკს თითქმის ორი წელიწადი არ გაეტანა.

"ლივერპულმა" ბირმინგემის "ვილა პარკზე" მიმდინარე სეზონში სტუმრად მეხუთე გამარჯვება ჩაიწერა. მერსისაიდელთა გამარჯვების შემოქმედი გახლდათ კრეიგ ბელამი, რომელმაც ოთხწუთიანი მონაკვეთში ერთი თვითონ გაიტანა, მეორე კი მარტინ შკრტელს გაატანინა. "ასტონ ვილას", თავის მხრივ, ერთადერთი სახიფათო მომენტი ჰქონდა - შარლ ნ'ზოგბიამ კინაღამ შეამცირა ანგარიშში სხვაობა.

შეცვლაზე შესული რომან პავლიუჩენკოს მშვიდად შესრულებულმა დარტყმამ "ტოტენჰემ ჰოთსპური" მესამე ადგილზე გადაიყვანა. ამ შეხვედრაში უპირატესობას ჩრდილოლონდონელები ფლობდნენ, რაც რაფაელ ვან დერ ვაარტის და სანდროს ხელიდან გაშვებული მომენტებითაც გამოიხატა. "შავმა კატებმა" სებასტიან ლარსონისა და დევიდ ვუგანის მომენტებით უპასუხეს, მაგრამ, ორივე შემთხვევაში მეკარე ბრედ ფრიდელმა ივაჟკაცა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტური
ბლექბერნი-ვესტ ბრომვიჩი 1:2
ბლექბერნი (4-4-1-1): რობინსონი - ლოუი, სამბა, ს. დანი, პედერსენი - ფორმიცა, დ. დანი (62. ჰენლი), ნზონზი, ვუკცევიჩი (62. რობერტსი) - როჩინა (79. გუდვილი) - იაკუბუ
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - რიდი, მაკოლი, ოლსონი, შორი - ჯ. მორისონი (90. ტომასი), მულუმბუ, შარნერი (81. დორანსი), ბრანტი - ოდემვინგე (90. დოუსონი), ლონგი
გოლები: 0:1 მორისონი (52), 1:1 ს. დანი (72), 1:2 ოდემვინგე (89)
გაფრთხილება: პედერსენი - შარნერი
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 17-12; კარში დარტყმა: 10-10 (7-4); თამაშგარე: 6-3; ბურთის ფლობა: 33%-67%
მაყურებელი: 24 000

ევერტონი-ნორვიჩი 1:1
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ჰიბერტი, ჰეიტინგა, ჯეგიელკა, ბეინესი - გუეიე (72. დრენტე), ფ. ნევილი, ფელაინი, ოსმანი - ტ. კეჰილი (61. სტრაკუალურსი), საა (88. მაკოლი)
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - ნაფტონი, მარტინი, უიტბრედი, ტიერნი - კროფტსი, ფოქსი, ჰულაჰანი (74. ბ. ჯონსონი), სარმენი - ს. მორისონი (79. უილბრაჰამი), ჰოლტი
გოლები: 0:1 ჰოლტი (28), 1:1 ოსმანი (81)
გაფრთხილება: ნაფტონი - ფ. ნევილი
კუთხური: 13-0; ჯარიმა: 16-15; კარში დარტყმა: 19-7 (8-2); თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 31 004

ფულჰემი-ბოლტონი 2:0
ფულჰემი (4-4-2): სტოკდეილი - ბეირდი, სენდეროსი, ჰანგელანდი, რიისე - რუის გონსალესი, მერფი, ეტუჰუ, დემპსი - ე. ჯონსონი, დემბელე
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - ბოიატა (46. სტეინსონი), გ. კეჰილი, ნაითი, ალონსო - მ. დევისი, მუამბა, რიო-კოკერი, პრეტლი (46. იგლზი) - კ. დევისი (56. ნ"გოგი), კლასნიჩი
გოლები: 1:0 დემპსი (33), 2:0 რუის გონსალესი (34)
გაფრთხილება: მერფი - რიო-კოკერი, მუამბა, სტეინსონი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 16-12; კარში დარტყმა: 11-15 (4-7); თამაშგარე: 6-3; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 25 643

ნიუკასლი-სუონსი 0:0
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, პერჩი, კოლოჩინი, სენტონი - ობერტანი (82. შ. ამეობი), კაბაიე, ტიოტე (82. ვუცკიჩი), ხონასი - ბესტი (71. ს. ამეობი), ბა
სუონსი (4-5-1): ვორმი - ე. რიჩარდსი, უილიამსი, კოლკერი, ნ. ტეილორი - რუტლიჯი, ბრიტონი, ალენი, გოუერი (46. ოგუსტეინი), სინკლერი (77. დაიერი) - გრემი
გაფრთხილება: კაბაიე - ე. რიჩარდსი
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 14-12; კარში დარტყმა: 14-4 (5-0); თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 51 767

ვულვერჰემპტობი-სტოკი 1:2
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - ზუბარი, რ. ჯონსონი, ბერა, უორდი - ჯერვისი, მილიაში (75. გუედიოურა), ჰენრი, ჰანტი (79. ჰემილი) - დოილი (75. ებანკს-ბლეიკი), ფლეტჩერი
სტოკი (4-4-2): სიორენსენი - ვუდგეიტი (19. პენანტი), შოუკროსი, ჰუთი, უილსონი - შოტონი, უიტჰედი, უილენი (83. პალასიოსი), ეზერინგტონი (87. ფულერი) - უოლტერსი, კრაუჩი
გოლები: 1:0 ჰანტი (17-პენ), 1:1 დოილი (58 ს.კ.), 1:2 კრაუჩი (70)
გაფრთხილება: მილიაში, ბერა - ვუდგეიტი, შოუკროსი, უიტჰედი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 17-16; კარში დარტყმა: 7-6 (3-4); თამაშგარე: 4-2; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 24 684

უიგანი-ჩელსი 1:1
უიგანი (3-4-3): აბდულა - ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - სტამი, მაკარტი, დიამე, დ. ჯონსი (72. დი სანტო) - გომესი, სემონი (73. როდალეგა), მოზესი
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა, ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული - მეირელეში, რომეუ (46. კალუ), ლემპარდი - სტარიჯი (80. მალუდა), დროგბა, მატა (66. მიკელი)
გოლები: 0:1 სტარიჯი (59), 1:1 გომესი (88)
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 7-11; კარში დარტყმა: 9-8 (4-3); თამაშგარე: 0-1; ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 18 320

ქუინზ პარკი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:2
ქუინზ პარკი (4-4-2): ჩერნი - ლ. იანგი, გებიდონი, კონოლი, ტრაორე - მეკი, ბარტონი, ფაურლინი, რაიტ-ფილიპსი (65. ტაარაბტი) - ბოთროიდი (75. ჰილი), ჰელგიუსონი (65. დ. კემპბელი)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - სმოლინგი, ევანსი, რ. ფერდინანდი, ევრა - ვალენსია, ფ. ჯონსი, ქერიკი, ნანი (88. ე. იანგი) - რუნი (78. რუნი), უელბეკი (63. ერნანდესი)
გოლები: 0:1 რუნი (1), 0:2 ქერიკი (56)
გაფრთხილება: გებიდონი - რ. ფერდინანდი, ფ. ჯონსი
კუთხური: 5-10; ; ჯარიმა: 12-7; კარში დარტყმა: 8-15 (2-10); თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 18 033

ასტონ ვილა-ლივერპული 0:2
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ჰატონი, კოლინზი, დანი, უორნოკი - ოლბრაიტონი, დელფი (80. ვაიმანი), ს. პეტროვი, ნ"ზოგბია - დელფუნესო, ჰესკი (57. ბენანი)
ლივერპული (4-2-3-1): რეინა - გ. ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ენრიკე - ჰენდერსონი, ადამი - დაუნინგი, შილვი (83. კარაგერი), ბელამი (88. კუიტი) - სუარესი (74. ქეროლი)
გოლები: 0:1 ბელამი (11), 0:2 შკრტელი (15)
გაფრთხილება: ნ"ზოგბია - ადამი, ბელამი
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 21-6; კარში დარტყმა: 10-13 (4-8); თამაშგარე: 1-5; ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 37 460

ტოტენჰემი-სანდერლენდი 1:0
ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - უოქერი, გალასი, კინგი, ასუ-ეკოტო - ლენონი (27. პავლიუჩენკო), პარკერი, სანდრო (84. ლივერმორი), მოდრიჩი - ვან დერ ვაარტი (89. როუზი), ადებაიორი
სანდერლენდი (4-4-2): ვესტვუდი - ო"ში, ბრემბლი, ბრაუნი, ბერდსლი (69. მაკლინი) - ლარსონი, ვუგანი, კოლბეკი (75. გარდნერი), რიჩარდსონი - უიკჰემი (46. ბენდტნერი), სესენიონი
გოლი: 1:0 პავლიუჩენკო (61)
გაფრთხილება: ასუ-ეკოტო - რიჩარდსონი, ვუგანი
კუთხური: 6-0; ჯარიმა: 11-15; კარში დარტყმა: 10-7 (4-4); თამაშგარე: 6-3; ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 36 021

მანჩესტერ სიტი-არსენალი 1:0
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - რიჩარდსი, კ. ტურე, კომპანი, საბალეტა - სილვა, ბერი, ი. ტურე (85. დე იონგი), ნასრი (85. ჯეკო) - აგუერო, ბალოტელი (72. მილნერი)
არსენალი (4-4-2): შჩესნი - დჯურუ (47. მიგელი), კოშელნი, მერტეზაკერი (82. შამახი), ვერმაელენი - უოლკოტი (69. არშავინი), არტეტა, სონგი, ჟერვინიო - რემსი, ვან პერსი
გოლი: 1:0 სილვა (53)
გაფრთხილება: ბერი - სონგი, კოშელნი, არტეტა
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 14-16; კარში დარტყმა: 13-9 (9-6); თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 47 303

თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 16 13 2 1 50-15 41
2. იუნაიტედი 16 12 3 1 37-14 39
3. ტოტენჰემი 15 11 1 3 31-18 34
4. ჩელსი 16 10 2 4 34-19 32
5. არსენალი 16 9 2 5 31-24 29
6. ლივერპული 16 8 5 3 20-13 29
7. ნიუკასლი 16 7 6 3 21-19 27
8. სტოკი 16 7 3 6 18-25 24
9. ნორვიჩი 16 5 5 6 25-29 20
10. ასტონ ვილა 16 4 7 5 18-21 19
11. ფულჰემ 16 4 6 6 18-18 18
12. სუონსი 16 4 6 6 16-20 18
13. ვესტ ბრომვიჩი 16 5 3 8 16-24 18
14. ევერტონი 15 5 2 8 16-19 17
15. ქუინზ პარკი 16 4 4 8 15-28 16
16. სანდერლენდი 16 3 5 8 18-19 14
17. ვულვზი 16 4 2 10 17-30 14
18. უიგანი 16 3 4 9 15-30 13
19. ბლექბერნი 16 2 4 10 23-36 10
20. ბოლტონი 16 3 0 13 20-38 9

ბომბარდირები
15 - ვან პერსი (არსენალი); 12 - რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 11 - აგუერო (სიტი), ბა (ნიუკასლი); 10 - ჯეკო (სიტი); 9 - იაკუბუ (ბლექბერნი); 8 - ბალოტელი (სიტი), ადებაიორი (ტოტენჰემი), სტარიჯი (ჩელსი); 7 - ჰოლტი (ნორვიჩი), ლემპარდი (ჩელსი), კლასნიჩი (ბოლტონი); 6 - დეფო (ტოტენჰემი), ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი), ჰელგიუსონი (ქუინზ პარკი), ერნანდესი (იუნაიტედი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი).

მომდევნო ტური
20 დეკემბერი: ვულვერჰემპტონი-ნორვიჩი, ბლექბერნი-ბოლტონი.
21 დეკემბერი: ასტონ ვილა-არსენალი, მანჩესტერ სიტი-სტოკი, ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი, ევერტონი-სუონსი, ფულჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი, ქუინზ პარკი-სანდერლენდი, უიგანი-ლივერპული.
22 დეკემბერი: ტოტენჰემი-ჩელსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული