"არსენალი" და "ჩელსი" პასტორესთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" და "ჩელსი" საკუთარი რიგების პსჟ-ის ნახევარმცველ ხავიერ პასტორეთი გაძლიერებას გეგმავენ.

ცოტა ხნის წინ თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ უფრო სახელოვან და ძლიერ კლუბში გამოსვლა სურს.

"მსურს ევროპული გრანდის შემადგენლობაში ვითამაშო და ეს ყველაფერი თავად ჩემზეა დამოკიდებული. უფრო მიზანმიმართულად ვვარჯიშობ, მინდა ჩემი ოცნება განვახორციელო", - თქვა არგენტინის ნაკრების მოთამაშემ.

პასტორემ ფრანგულ კლუბში 15 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული