ცოტა ხნის წინ თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ უფრო სახელოვან და ძლიერ კლუბში გამოსვლა სურს.
"მსურს ევროპული გრანდის შემადგენლობაში ვითამაშო და ეს ყველაფერი თავად ჩემზეა დამოკიდებული. უფრო მიზანმიმართულად ვვარჯიშობ, მინდა ჩემი ოცნება განვახორციელო", - თქვა არგენტინის ნაკრების მოთამაშემ.
პასტორემ ფრანგულ კლუბში 15 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.