რა ლამაზი დღეა...

AutoSharing Option
31 დეკემბერს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი 70 წლისა გახდება. დიდ შოტლანდიელს სურს საკუთარ თავს დაბადების დღეზე საჩუქარი მიართვას და გუნდი ცხრილში პირველ ადგილზე გადაიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ ბოლო ტურში „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ 2:0 მოუგო და ოთხი საათით (!) პირველ ადგილზე დაბრუნდა...

ფერგი ამბობს: „თუ საახალწლოდ ცხრილის სათავეში მოვექცევით, უდიდეს სიამოვნებას მივიღებთ. იმედი მაქვს, მერე შანსს ხელიდან აღარ გავუშვებთ და ჩემპიონატის ბოლომდე პირველი ადგილით მივალთ. მოკლედ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩემპიონატის მეორე ნახევარში, რაღაც მომენტში, პირველ ადგილზე გა
დავხტეთ და მერე სულ სხვანაირად წავა ყველაფერი“.

კვირას, „ლოფტას როუდზე“ გამარჯვებისათვის 26 წლის უეინ რუნისა და 30 წლის მაიკლ ქერიკის გოლები საკმარისი აღმჩნდა. კაცმა რომ თქვას, ინგლისის ჩემპიონს ამ გოლების გასატანად და თამაშის მოსაგებად მაინც და მაინც არც უწვალია, მაგრამ ფერგიუსონი დიდად
კმაყოფილი მაინც ვერ დარჩა:

„ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი გავანიავეთ და ეს არ მომეწონა. მომენტების ხელიდან გაშვება, რა საკვირველია, პრობლემაა. „რეინჯერსთან“ შეხვედრაში, 30-ე წუთისთვის ყველაფერი დასრულებული უნდა ყოფილიყო. არ მინდა აღუნიშნავი დამრჩეს მასპინძელთა მეკარის, რადეკ ჩერნის დამსახურებაც, თუმცა ჩვენ ვალდებული ვიყავით, დანარჩენ ეპიზოდებში, მეტი სიზუსტე გამოგვეჩინა.

თამაშის წინ რომ გეკითხათ, 2:0-ზე ყაბულს თუ ხართო, რასაკვირველია, გიპასუხებდით, რომ ყაბულს ვართ, მაგრამ შემდეგ, თამაში ისე წარიმართა, რომ „ქუინზ პარკ რეინჯერსისთვის“ იმედის ნაპერწკალიც კი არ უნდა დაგვეტოვებინა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული