შოპინგზე რამ წაგიყვანა?

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" 27 წლის თავდამსხმელს, დარენ ბენტს ქომაგების წინაშე ბოდიშის მოხდა მოუწია - მაშინ, როდესაც მისი გუნდი შინ, "ლივერპულთან" 2:0-ს აგებდა, ის მაღაზიებში შოპინგზე წასულა.

ბენტი მერსისაიდელებთან ტრავმის გამო არ თამაშობდა, მაგრამ ეს, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, რომ თამაში საერთოდ არ უნდა ენახა.

ფეხბურთელის საქციელის გამო "ტვიტერში" ერთი ამბავი ატყდა. ფოტოც კი გავრცელდა - ბენტი მაღაზიაში. 24 მილიონ ფუნტად შეძენილ ფორვარდს ფანებმა სულ უგულო და დაქირავებული მუშაკი უწოდეს.

მოგვიანებით ბენტმა "ტვიტერის" საშუალებითვე მოიხადა ბოდიში. მან დაწერა:

"ჩემთვის ფეხბურთის თამაშზე მნიშვნელოვანი
არაფერია. სამწუხაროდ, "ლივერპულთან" შეხვედრაში ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ ვიღებდი, ეს კი მძიმე გადასატანია. იმედი მაქვს, მოედანს მალე დავუბრუნდები. თამაშის დიდი ნაწილი ტელევიზორში ვნახე, შემდეგ კი გავედი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთის დროს ჩემი ქუჩაში გამოჩენა ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი".

"ვილას" მწვრთნელმა, ალექს მაკლიშმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბენტმა "ლივერპულთან" ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

როდესაც ზოგიერთმა ეჭვი გამოთქვა, რომ ტრავმა გამოგონებული მიზეზია, "დიდი ეკი" გაბრაზდა:

"ჩემი თვალით ვნახე ბენტის დაშავების ეპიზოდი. სამშაბათის ვარჯიშზე კარში რომ დაარტყა საზარდული ეტკინა და იმწუთასვე მოუხდა მოედნიდან გასვლა. ვერ ვიტან ამ კონსპირაციის თეორიას. როგორ ფიქრობთ, დარენს თამაში რომ შეძლებოდა "ლივერპულის" წინააღმდეგ მოედანზე არ გავიყვანდი?"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული