დროგბა "შანჰაი შენჰუას" დათანხმდა?!

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი, დიდიე დროგბა ჩინურ კლუბ "შანჰაი შენჰუასთან" მოლაპარაკებებს მართავს.

შეგახსენებთ, რომ კლუბმა ფრანგი ფორვარდი ნიკოლას ანელკა უკვე გაიფორმა.

აზიური გუნდის ხელმძღვანელობა მზად არის 33 წლის ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის მიხედვით დროგბა 10-12 მილიონ დოლარამდე მიიღებს.

აქვე გაუწყებთ, რომ კვირას "შანჰაი შენჰუას" მთავარი მწვრთნელი ფრანგი სპეციალისტი ჟან ტიგანი გახდა.

ჩინური კლუბის გარდა, დროგბას შეძენით ევროპული გუნდებიც იყვნენ დაინტერესებულნი. თუმცა პრესის ინფორმაციით, კოტდიუვარელმა ფორვარდმა ჩინურ კლუბს გადასვლასთან დაკავშირებით პრინციპული თანხმობა უკვე მისცა.

ფეხბურთელმა ასევე უარით გაისტუმრა "მარსელის" ოფიციალური წინადადება.

მომზადებულია Inside Futbol-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული