ვენგერი: წაგების უფლება არ გვქონდა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" თავკაცი, არსენ ვენგერი ფიქრობს, რომ ინგლისის ჩემპიონატში "მანჩესტერ სიტისთან" მარცხის (0:1) შემდეგ მის გუნდს პრემიერლიგაში გამარჯვების მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ 16 ტურის შემდეგ "მეთოფეები" "სიტის" 12 ქულით ჩამორჩებიან.

"არსენალი" საჩემპიონო რბოლაში აღარ მონაწილეობს. წაგების უფლება არ გვქონდა. მოგების შემთხვევაში სხვაობა 6 ქულამდე შემცირდებოდა და გუნდს გამოჯანმრთელებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდებოდნენ, რაც "არსენალს" კიდევ უფრო გააძლიერებდა.

ბოლომდე გავაგრძელებთ თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის ბრძოლას", - განაცხადა ვენგერმა.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული