ინციდენტი ინგლისის საკვირაო ლიგის მატჩის ბოლო წამებზე მოხდა, როდესაც ერთმანეთს "ლონგ ლოუფორდი" და "უილტრაპერსი" ეთამაშებოდნენ. საფინალო სასტვენამდე აღარაფერი რჩებოდა. "ლონგ ლოუფორდი" 1:3 მარცხდებოდა, სტუმრების მცველი, ტერი ჯონსონი კი ბურთს აუტში მშვიდად "მიაცილებდა". და სწორედ მაშინ, უკნიდან მეტოქე გუნდის 20 წლის ფეხბურთელი, მარკ ჩეპმანი გაშლილი ფეხებით ჩაუვარდა, რომლის ბუცმა ტერის მარჯვენა ფეხი მუხლსქვემოთ
ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს - დაშავებულს ფეხში ლითონის ფირფიტა ჩაუდგეს, თუმცა ტერის ფეხბურთთან სამუდამოდ გამოთხოვება მოუხდა. აღსანიშნავია, რომ ამ ტრავმის გამო ჯონსონი არამხოლოდ საყვარელ საქმეს სამუდამოდ ჩამოშორდა, ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა მთელი მისი ოჯახი - ცოლი და ორი გოგონა. საქმე ისაა, რომ ერთერთ კომპანიაში ელექტრიკოსად მომუშავე ტერის ფეხზე მყარად დადგომამდე 18-თვიანი სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდა.
რაც შეეხება ბოროტმოქმედ ჩეპმენს, უხეშობისთივს მოედნიდან მსაჯმა უმალ კი გააძევა, თუმცა დამნაშავის დასჯა ამით არ დასრულებულა.
ბევრისთვის გასაკვირად, ჩაპმანის საქმე ინგლისის კრიმინალურმა სასამართლომაც განიხილა, როგორც "გაუაზრებელი ძალადობა" და საბოლოოდ ფეხბურთელს 6-თვიანი პატიმრობის განაჩენიც გამოუტანა.
მოსამართლის გადაწყვეტილებამ ტერი ჯონსონი დააკმაყოფილა: "ამ ტრავმამ დამღუპა - ფეხბურთს ვეღარასდროს ვითამაშებ. დამნაშავემ მიიღო ის, რასაც იმსახურებდა - თავის ნამოქმედარზე პასუხი ხომ ყველამ უნდა აგოს".
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი ციხეში აქამდეც მოხვედრილა, თუმცა არასდროს - ფეხებში ვარდნისთვის. ჩაპმანი პირველია, ვისაც უხეშად თამაშისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.