რობერტო მანჩინი: რატომღაც სხვა კლუბებს ტევესის მხოლოდ იჯარით აყვანა სურთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ თავდამსხმელ კარლოს ტევესის რომელიმე გუნდში იჯარის წესით გადასვლის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამორიცხა. არგენტინელის ხელში ჩაგდების მთავარი პრეტენდენტი "მილანია".

"ვფიქრობ, იმ ვარიანტს მივაგნებთ, რომელიც ჩვენც და ტევესსაც ერთნაირად დაგვაკმაყოფილებს. გვინდა, რომ კარლოსი არგენტინიდან დაბრუნდეს და ფეხბურთის თამაში დაიწყოს. საუკეთესო გამოსავალი მისი გაყიდვა იქნება და იჯარაზე დაფიქრებას არ ვაპირებთ.

როდესაც "სიტი" რომელიმე მოთამაშეს უმიზნებს, მთელი ფულის გადახდა გვიხდება, დანარჩენებს კი რატომღაც ამ დონის ფეხბურთელის მხოლოდ იჯარით აყვანა სურთ. არა, ასე არ გამოვა", - განაცხადა მანჩინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული