"ვფიქრობ, იმ ვარიანტს მივაგნებთ, რომელიც ჩვენც და ტევესსაც ერთნაირად დაგვაკმაყოფილებს. გვინდა, რომ კარლოსი არგენტინიდან დაბრუნდეს და ფეხბურთის თამაში დაიწყოს. საუკეთესო გამოსავალი მისი გაყიდვა იქნება და იჯარაზე დაფიქრებას არ ვაპირებთ.
როდესაც "სიტი" რომელიმე მოთამაშეს უმიზნებს, მთელი ფულის გადახდა გვიხდება, დანარჩენებს კი რატომღაც ამ დონის ფეხბურთელის მხოლოდ იჯარით აყვანა სურთ. არა, ასე არ გამოვა", - განაცხადა მანჩინიმ.