შეგახსენებთ, 15 ოქტომბერს გამართული ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩის შემდეგ, ევრამ განაცხადა, რომ სუარესმა მისი მისამართით რასისტული გამონათქვამები გამოიყენა.
ვიდეოჩანაწერის შესწავლის შემდეგ, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ დაადგინა, რომ სუარესი მატჩის დროს არაკორექტულ გამონათქვამებს იყენებდა, რომლებიც "გარკვეული ეთნიკური ჯგუფის ან რასის კუთვნილებაზე მიუთითებდა".