"ლივერპულის" ფორვარდი სუარესი რვამატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელი ლუის სუარესი "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველ პატრის ევრას მისამართით გამოყენებული რასისტული გამონათქვამების გამო რვამატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ის ასევე, 40 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, 15 ოქტომბერს გამართული ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩის შემდეგ, ევრამ განაცხადა, რომ სუარესმა მისი მისამართით რასისტული გამონათქვამები გამოიყენა.

ვიდეოჩანაწერის შესწავლის შემდეგ, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ დაადგინა, რომ სუარესი მატჩის დროს არაკორექტულ გამონათქვამებს იყენებდა, რომლებიც "გარკვეული ეთნიკური ჯგუფის ან რასის კუთვნილებაზე მიუთითებდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული