ამასთან დაკავშირებით ტერიმ განაცხადა, რომ თავის სიმართლეს კბილებითა და ფრჩხილებით დაიცავს. თავის მხრივ არც ფერდინანდმა დაიხია უკან - თუ საქმე მოითხოვს, ტერის წინააღმდეგ ჩვენებას მივცემო. პროცესი 1 თებერვალს დაიწყება.
მიმომხილველები წერენ, რომ ამ სასამართლომ ინგლისის ნაკრების სამზადისი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის, შესაძლოა, ყირაზე დააყენოს. ლოგიკა მარტივია: თუ დამტკიცდება, რომ ტერიმ ფერდინანდს რასობრივი
ერთი სიტყვით, ახლოვდება დიდი საერთაშორისო ტურნირი და ინგლისელთა ბანაკში ისევ მძაფრი სკანდალი მწიფდება. შეგახსენებთ, რომ სკანდალური იყო 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინა პერიოდიც. სხვათა შორის, მაშინაც ტერი მოექცა მოვლენათა ცენტრში, როდესაც გაირკვა, რომ მეგობრისა და თანაგუნდელის, უეინ ბრიჯის ცოლთან, ფრანგ მოდელ ვანესა პერონსელთან ჰქონდა რომანი. ბრიჯი ნაკრებს გამოეთხოვა, გუნდმა კი ფსიქოლოგიურად მძიმე პერიოდი გადაიტანა, რაც სამხრეთ აფრიკაში მის თამაშსა და შედეგებს დაეტყო.
ახალი სკანდალი ოქტომბერში, „ქუინზ პარკისა“ და „ჩელსის“ შეხვედრაში აგორდა. ამბობენ, რომ ტერიმ ფერდინანდს ლანძღვისას სიტყვა „შავო“ გამოიყენა. იმასაც წერენ, რომ მაქსიმუმი, რაც სასამართლომ ტერის შეიძლება მიუსაჯოს, 2 500 ფუნტის გადახდაა, მაგრამ ამისათვის, ჯერ უნდა დამტკიცდეს, რომ ის დამნაშავეა.
როდესაც შეიტყო, რომ ბრალდებას მაინც წაუყენებენ, „ჩელსის“ კაპიტანი ჟურნალისტებს შეხვდა და უთხრა: „გულდაწყვეტილი ვარ, ბრალდების მოსმენა რომ მომიწევს. ამასთან, იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემი სახელის დაცვის საშუალება სრულყოფილად მომეცემა“.
ანტონ ფერდინანდის სახელით კი მისმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. მან თქვა: „თუ საჭირო იქნება ანტონი სასამართლოში მივა და ტერის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს“.
„ჩელსი“, რასაკვირველია, თავის კაპიტანს გვერდში უდგას. „ლურჯების“ თავკაცმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა თქვა: „ჩემთვის სულ ერთია ვინ რას დაასკვნის. მე ბოლომდე ჯონს ვედგები მხარში. აქ, „ჩელსიში“ ყველამ კარგად ვიცით მისი პიროვნული თვისებები და ღირებულებები“.
საინტერესოა, რომ ტერის ბრალდების შესახებ შეტყობინება ლივერპულელი ლუის სუარესის რვა-თამაშიანი დისკვლავიფიკაციით დასჯის მეორე დღეს მიუვიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"