ახალგაზრდა ვარსკვლავმა ტრავმა „ფულჰემთან“ თამაშის დროს მიიღო. მას 28 წლის ამერიკელი შემტევი ნახევარმცველის, კლინტ დემპსის იდაყვი მოხვდა. ექიმებს იმთავითვე შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ჯონსს ყვრიმალის ძვალი გაუტყდა. მატჩის შემდეგ, 5:0 გამარჯვების მიუხედავად, ინგლისის ჩემპიონთა მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი უკმაყოფილო იყო. მან თქვა:
„ჯონსს დემპსიმ იდაყვი მიარტყა, თუმცა, ვფიქრობ ეს ძალად არ გაუკეთებია. ფილი რენტგენზე გავაგზავნეთ. ეტყობოდა, რომ მისი საქმე კარგად არ იყო“.
„ფულჰემისა“ და „მანჩესტერ
ფერგიმ განაგრძო: „მეორე ტაიმში „ფულჰემმა“ ძალიან აგრესიული ფეხბურთი ითამაშა. იანგიც სწორედ ამ აგრესიის მსხვერპლი გახდა. ვფიქრობ, ის ორ ან სამ კვირას გამოსტოვებს“.
დასავლეთლონდონელებთან არც რიო ფერდინანდს უთამაშია. ისევ ფერგიუსონი: „ჯონსის ტრავმამ ცვლილებები გვაიძულა, მაგრამ რიო არ იყო და იმპროვიზირება მოგვიხდა. ფერდინანდმა ფეხი კვირას, „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ თამაშის დროს იტკინა. ექიმები მაიმედებენ, რომ ის 31 დეკემბერს, „ბლექბერნის“ წინააღმდეგ ითამაშებს“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"