საშობაო საჩუქარი ისტლენდზე

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ისტლენდზე თავისი ყოფნის მეორე წლისთავი შესანიშნავად აღნიშნა - ფანებს საშობაოდ „სტოკ სიტისთან“ 3:0 გამარჯვება და ლიდერის პოზიცია უძღვნა.

აგერ უკვე 82 წელია, „სიტი“ 25 დეკემბერს ინგლისის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში არ ყოფილა. იტალიელი, რასაკვირველია, ამ პოზიციაზე დარჩენასაც აპირებს. მან თქვა:

„დარწმუნებული ვარ, ჩვენს გულშემატკივარს შესანიშნავი შობა დაუდგება, მე კი ახლა, ლიდერად დარჩენაზე ვფიქრობ. ბოლო წლებში ჩამოყალიბდა, რომ გუნდები „მანჩესტერ იუნაიტედს“ შიშით ეთამაშებიან ხოლმე. განსაკუთრებით, „ოლდ ტრეფორდზე“. ვფიქრობ, ახლა ასეთივე დამოკიდებულება ყალიბდება ჩვენს მიმართ. ეს ძალიან მომწონს.
კმაყოფილი ვარ იმ პროგრესით, რომელიც „მანჩესტერ სიტიმ“ ბოლო ორ წელიწადში განიცადა“.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურამდე „სტოკ სიტის“ ზედიზედ ოთხი თამაში ჰქონდა მოგებული, მაგრამ „ეტიჰედ სთედიუმზე“ ვერაფერს გახდა. სტოკელთა თავკაცმა, ტონი პულისმა თქვა:

„გადახედეთ „მანჩესტერ სიტის“ სათადარიგოთა სკამს და მიხვდებით, რა ძნელია აქ თამაში. ეს გუნდი ნებისმიერ შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის რომ იბრძოლებს, რად უნდა ლაპარაკი“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული