ტორესი: ვეცდები "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში დავბრუნდე

AutoSharing Option
"ჩელსის" და ესპანეთის ნაკრების 27 წლის თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა უარყო, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ლონდონური კლუბი დატოვოს.

"სიმართლეა, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე ჩემზე და "ჩელსიში" ჩემს ფორმაზე ღელავს. იმ თავდამსხმელად გახდომა, რომელიც ადრე ვიყავი, მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. თუ ეს მოხდება, კვლავ ეროვნული გუნდის ერთერთი წამყვანი მოთამაშე გავხდები.

"ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებას ვეცდები. არცთუ კარგ ფორმაში ვიმყოფები, მაგრამ მე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ვარ, ასე რომ უფრო მეტ პატივისცემას ვიმსახურებ.

სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ძნელია, მაგრამ
პატივს ვცემ მოთამაშეებს, რომლებიც მოედანზე გამოდიან. გუნდს მხარს ვუჭერ და მასში დაბრუნება მსურს", - განაცხადა ტორესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული