ამის შესახებ ინგლისური კლუბის თავკაცმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა. მან ამავე დროს აღნიშნა, რომ ტურეებს გუნდის დატოვება უკვე "მანჩესტერ იუნაიტედთან" ინგლისის თასის შემდეგ სურთ, რომელიც 8 იანვარსაა დაგეგმილი.
"ვფიქრობ, ისინი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის შემდეგ დაგვტოვებენ. სიტუაციის შეცვლას ვეცდებით, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. მათი ნაკრების მთავარ მნწვრთნელს უკვე ვესაუბრეთ, ახლა კი პრეზიდენტთან მოლაპარაკებასაც ვაპირებთ", - განაცხადა მანჩინიმ.