მანჩინის სურს, რომ ძმები ტურეები ნაკრებში "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ წავიდნენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" სურს, რომ კოლო და იაია ტურეები აფრიკის თასისთვის მოსამზადებლად კოტდიუვარის ნაკრებში, 11 იანვარს, "ლივერპულთან" ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ წავიდნენ.

ამის შესახებ ინგლისური კლუბის თავკაცმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა. მან ამავე დროს აღნიშნა, რომ ტურეებს გუნდის დატოვება უკვე "მანჩესტერ იუნაიტედთან" ინგლისის თასის შემდეგ სურთ, რომელიც 8 იანვარსაა დაგეგმილი.

"ვფიქრობ, ისინი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის შემდეგ დაგვტოვებენ. სიტუაციის შეცვლას ვეცდებით, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. მათი ნაკრების მთავარ მნწვრთნელს უკვე ვესაუბრეთ, ახლა კი პრეზიდენტთან მოლაპარაკებასაც ვაპირებთ", - განაცხადა მანჩინიმ.







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული