"მართალია, "ინტერი" და "ლივერპული" ჯერ
ახლა კი ტრაპიზონში გატანილი გოლის შემდეგ ნათქვამს გავეცნოთ: "მე ჩემს ახლანდელ გუნდში თამაში მომწონს და მინდა მასთან ერთად ტიტულები მოვიგო. ჩემი მომავლის შესახებ ამ ბოლო დროს ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ნათელია: ჩემი ხვალინდელი დღე "ლივერპულია".
კუიტის გოლმა მერსისაიდელთა ახალი მწვრთნელი როი ჰოჯსონი მორიგი ნერვიულობისგან და ვაებისგან იხსნა. შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" პრემიერლიგის პირველ ტურში "არსენალთან" შინ ვერ მოიგო - ბოლო წუთზე გაუშვა გოლი, მეორეში "მანჩესტერ სიტისთან" 3:0 განადგურდა და ახლა, ტბაპიზონში აგებდა 1:0-ს. საგულისხმოა, რომ გაშვებულ გოლში ბრალი სწორედ დირკ კუიტს მიუძღოდა - ბურთი მან დაკარგა. ჰოლანდიელის ტრანსფერთან დაკავშირებით ჰოჯსონმა თქვა:
"დირკის ყიდვის სურვილი ოფიციალურად არავის გამოუთქვამს. ის არ იყიდება და ამ საკითხზე ერთი წუთითაც არ მინერვიულია. "ტრაბზონსფორთან" 1:0 რომ წაგვეგო, ალბათ, დაიწერებოდა, რომ კუიტი ყველაფერს კადრულობს ოღონდ კი "ლივერპულიდან" წავიდეს - გოლი ხომ მისი შეცდომის გამო გავუშვით. საბედნიეროდ, ის გონს დროულად მოეგო. შეცდომამ არ დააბნია და კიდევ ერთხელ დამიმტკიცა, რომ სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც უნდა ენდო. თავიდან ისე გამოჩნდა, რომ ჩვენ იარაღი დავყარეთ, მაგრამ როგორც ხედავთ მოვიგეთ და ეჭვი არ მეპარება, ეს მოგება მთელი შემდგომი სეზონისთვის იქნება სასარგებლო".