მან თქვა, "მეთოფეებთან" შეხვედრის წინ ჩემს მოთამაშეებს საგანგებოდ ვუთხარი, ასი ყური და ასი თვალი გამოისხით, ჰოლანდიელთან ფრთხილად იყავით, მეთქი, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მაინც მოხდაო. კერძოდ, ოთხშაბათს, ბირმინგემში, "ასტონ ვილამ" "არსენალთან" 2:1 წააგო და ამ შეხვედრაში მოედნიდან მასპინძელთა 27 წლის მარჯვენა მცველი, ალან ჰატონი გააძევეს.
საინტერესოა, რომ 28 წლის ვან პერსი, უშუალოდ, ჰატონის არც ერთი გაფრთხილების მონაწილე არ იყო, მაგრამ დიდი ეკი თავისი ფეხბურთელის გაგდებას
"მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა ის წყობიდან გამოიყვანეს. მაგალითად, ვან პერსი, ჯერ კიდევ გასახდელში ხელს უქნევდა. ისე, ალანს ამდენი გამოცდილება კი უნდა ჰქონოდა. მისი ასაკის კაცს უნდა შეეძლოს, ურეაქციოდ დატოვოს, როდესაც მეტოქე ჩაუვლის და სახეში შესცინებს. ვფიქრობ, "არსენალის" თავდამსხმელმა ჰატონს მართლაც დააკარგინა წონასწორობა.
ნამდვილად გაბრაზებული ვარ. ჩემს ფეხბურთელებს ასეთი სისულელის გამო მოედნიდან არ უნდა აძევებდნენ. იმედი მაქვს, ამიერიდან მეტ გამოცდილებას შევიძენთ. ისე, ვან პერსის თამაშის ეს მხარე პირადად მე არ მაღიზიანებს. ამას ქუჩური ხრიკები ჰქვია. თუ ფეხბურთელი მოახერხებს და მოწინააღმდეგე გუნდს კაცნაკლულს დატოვებს მოედანზე, ჩათვლეთ სასარგებლო საქმე გაუკეთებია" - თქვა დიდმა ეკმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"