მანჩინი: ჩვენ 90 ქულა გვჭირდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ თავის ფეხბურთელებს მიზანი დაუსახა - თუ ჩემპიონობა უნდათ, 90 ქულა უნდა მოიპოვონ.

ფეხბურთისინტერნეტკაზინო ლარივინი
ასოციაციის თასის მფლობელმა მიმდინარე სეზონი, მოგეხსენებათ, ბრწყინვალედ დაიწყო: 17 ტურის შემდეგ 44 ქულით ლიდერობს, თუმცა კვლაში "მანჩესტერ იუნაიტედი" უდგას. მანჩინი ამბობს, რომ შესანიშნავი დასაწყისის მიუხედავად დარჩენილ 21 შეხვედრაში სულ მცირე კიდევ 46 ქულაა მოსაპოვებელი.

გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონი "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა. სერ ალექს ფერგიუსონის რაზმმა ეს 80 ქულით შეძლო, მაგრამ ისტლენდელთა თავკაცი ასე მსჯელობს:

"ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ "იუნაიტედი" მოგებებს არ
შეწყვეტს. ამიტომ, თუ ჩემპიონობა გვინდა, 90 ქულამდე უნდა ავიდეთ. ბედნიერი ვარ, შობას პირველ ადგილზე რომ ვხვდებით, მაგრამ, აკი ბევრჯერ ვთქვი, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ლიდერობა ბოლომდე შევინარჩუნოთ.

ეს, რასაკვირველია, ძნელი ამოცანაა. როგორც გითხარით, "იუნაიტედი" კუდში მოგვსდევს და ცდილობს თავისი შანსი არ გაუშვას ხელიდან, მაგრამ კიდევ არიან "არსენალი" და "ტოტენჰემი", რომლებიც ასევე თამაშს თამაშზე იგებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული