ბექჰემი, როგორც პროექტი

AutoSharing Option
აღნიშნული მასალას ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე გადავაწყდით და მივიჩნიეთ, რომ ჩვენი მკითხელისთვისაც საინტერესო უნდა ყოფილიყო.

ფრანგ მემარცხენე პოლიტიკოსებს, როგორც ჩანს, უკმაყოფილების ახალი საფუძველი გაუჩნდათ. მიზეზი დევიდ ბექჰემია, ინგლისელი ფეხბურთელი, ვისი "პარი სენ-ჟერმენთან" ძვირადღირებული "ქორწინება" დროის ამბავია.

უფრო თუ დავაზუსტებთ, უკმაყოფილებას მისი ანაზღაურება იწვევს. როგორც პოლიტიკოსები მიიჩნევენ, მიუხედავად "მანჩესტერ იუნაიტედში", "რეალში", "გალაქსისა" და ინგლისის ნაკრებში დამსახურებული ავტორიტეტისა, მისი ხელფასი 36 წლის კვალობაზე მეტისმეტად მაღალია. ფეხბურთელი ხომ, სავარაუდოდ, თვეში 800 ათას ევროს მარტო ხელფასით გამოიმუშავებს.

საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატ ფრანსუა
ოლანდის წინასაარჩევნო კამპანიის დირექტორის პიერ მოსკოვიჩის თქმით, მას ეჭვი ეპარება საერთოდ ღირს თუ არა ვეტერანი ფეხბურთელი ამხელა დანახარჯად. თუმცა აშკარაა, რომ მის მოსაზრებას სულაც არ იზიარებენ პარიზული კლუბის მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები, რომლებიც ელისეის მინდვრებზე ბექზისადმი მიძღვნილი სპეციალური მსვლელობის მოწყობასაც გეგმავენ.

თავად ყატარელი შეიხები კი ნამდვილად არ ჰკითხავენ ნებართვას ფრანგ სოციალისტებს, რადგან მათთვის დევიდის გადაბირება უკვე პრინციპის საკითხად იქცა. ბექჰემის ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურება და ახალი მთავარი მწვრთნელის ერთდროულად წარდგენა მათი მხრიდან ერთობ ხმამაღალი სიტყვა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული