სქოულმა უარი თქვა...

AutoSharing Option
გაირკვა: ფაბიო კაპელოს შეუძლია პოლ სქოულზის ნაკრებში გამოძახებაზე ოცნებას თავი დაანებოს. "მანჩესტერ იუნაიტედის" 35 წლის
ვეტერანმა 2004 წელს გადაწყვიტა კარიერა მხოლოდ საკლუბო ფეხბურთში გაეგრძელებინა და ამ გადაწყვეტილების ერთგულად რჩება. შეგახსენებთ, რომ სქოულზის ნაკრებში დაბრუნების თემა თავად მისი ერთ-ერთი ინტერვიუს შემდეგ ამოტივტივდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ჟურნალისტთან საუბრისას, ფეხბურთელმა სინანული გამოთქვა, რომ კაპელოს ასისტენტის ფრანკო ბალდინის ზარს ყური არ დაუგდო და გუნდს სამხრეთ აფრიკაში არ გაჰყვა, მაგრამ როგორც ჩანს ეს სინანული მხოლოდ ხსენებულ ჩემპიონატს ეხებოდა, ზოგადად ნაკრებში დაბრუნებას კი არა.

სქოულზის მავანმა
მეგობარმა ტაბლოიდებს განუცხადა: "პოლმა ის სიტყვები იმიტომ თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო ლაპარაკი. დღეს, როცა დიდი ტურნირი დამთავრებულია, მას ნაკრებში დაბრუნება აღარ აინტერესებს".
გუშინ მოგახსენებდით, რომ სქოულზის გარშემო ამტყდარ ხმაურს თვით მისი თანაგუნდელი, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, უეინ რუნიც კი აჰყვა. მან თქვა, რომ ვეტერანი პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და კარგი იქნება ეროვნულ გუნდს თუ დაუბრუნდება.

"მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი კვირით ადრე ნაკრების შემადგენლობა რომ გამოიკვეთა, ვიფიქრე, იქნებ ჯობდა უარი არ მეთქვა და სამხრეთ აფრიკაში წავსულიყავი-მეთქი", - ამბობდა თავის დროზე სქოულზი, ახლა კი ფეხბურთის ასოციაციის თანამშრომლები თავაზიანი უარით მოიშორა თავიდან.
ხსენებული უეინ რუნი კი ენტეროვირუსისგან განიკურნა და წინა ტურისგან განსხვავებით, სადაც "ფულჰემის" წინააღმდეგ ვერ ითამაშა, დღეს, "ვესტ ჰემთან" მოედანზე გასვლას აპირებს.


Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

sqoulzis uari Tqva...

gairkva: fabio kapelos SeuZlia pol sqoulzis nakrebSi gamoZaxebaze ocnebas Tavi daanebos. "manCester iunaitedis" 35 wlis veteranma 2004 wels gadawyvita kariera mxolod saklubo fexburTSi gaegrZelebina da am gadawyvetilebis erTgulad rCeba. SegaxsenebT, rom sqoulzis nakrebSi dabrunebis Tema Tavad misi erT-erTi intervius Semdeg amotivtivda. msoflios Cempionatis Semdeg, JurnalistTan saubrisas, fexburTelma sinanuli gamoTqva, rom kapelos asistentis franko baldinis zars yuri ar daugdo da gunds samxreT afrikaSi ar gahyva, magram rogorc Cans es sinanuli mxolod xsenebul Cempionats exeboda, zogadad nakrebSi dabrunebas ki ara.

sqoulzis mavanma megobarma tabloidebs ganucxada: "polma is sityvebi imitom Tqva, rom msoflios Cempionatze iyo laparaki. dRes, roca didi turniri damTavrebulia, mas nakrebSi dabruneba aRar ainteresebs".

guSin mogaxsenebdiT, rom sqoulzis garSemo amtydar xmaurs TviT misi Tanagundeli, "manCester iunaitedis" Tavdamsxmeli, uein runic ki ahyva. man Tqva, rom veterani premierligis erT-erTi saukeTeso fexburTelia da kargi iqneba erovnul gunds Tu daubrundeba.

"msoflios Cempionatamde erTi kviriT adre nakrebis Semadgenloba rom gamoikveTa, vifiqre, iqneb jobda uari ar meTqva da samxreT afrikaSi wavsuliyavi-meTqi", - ambobda Tavis droze sqoulzi, axla ki fexburTis asociaciis TanamSromlebi Tavaziani uariT moiSora Tavidan.

xsenebuli uein runi ki enterovirusisgan ganikurna da wina turisgan gansxvavebiT, sadac "fulhemis" winaaRmdeg ver iTamaSa, dRes, "vest hemTan" moedanze gasvlas apirebs.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული