"ლივერპულის" კაპიტანი სტივენ ჯერარდი შესაძლოა მოედანზე ინგლისის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ბლექბერნთან" მატჩისთვის დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელ ფეხბურთელს ოქტომბრის ბოლოდან არ უთამაშია. მთელი ამ დროის განმავლობაში ნახევარმცველი ტრავმის მოშუშებას ცდილობდა. მომზადებულია Give Me Football-ის მიხედვით
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.