მანჩინი: აგუეროს სეზონში 30 გოლის გატანა თავისუფლად შეუძლია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი დარწმუნებულია, რომ გუნდის ფორვარდ სერხიო აგუროს სეზონში 30 გოლის გატანა თავისუფლად შეუძლია.

"იმედი მაქვს, რომ სეზონში აგუროს 30 გოლის გატანა შეუძლია. ის ძალიან ძლიერია ფიზიკურად და მას ჩემპიონატის მსვლელობისას კიდევ შეუძლია მომატება.

იგივე ეხება ჯეკოსა და ბალოტელის. თუ ისინი ორივენი ერთად 50 გოლს გაიტანენ, შესანიშნავი იქნება", - განაცხადა მანჩინიმ.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული