რედნაპი: ვან დერ ვაარტი სამ კვირაზე ნაკლებს გამოტოვებს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ გუნდის ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი მოედანზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდება.

"რაფა კარგად გამოიყურება, ის პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა. გვეგონა მუხლის დაზიანება ჰქონდა, თუმცა სკანირებამ არაფერი აჩვენა.

მას ძველი ტრავმა მოსვენებას არ აძლევდა და გადაწყვიტა დაისვენოს. ის სამ კვირაზე ნაკლებს გამოტოვებს", - განაცხადა რედნაპმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული