ფერგიუსონი: "მანჩესტერ იუნაიტედი" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას არ აპირებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ მანჩესტერელებს იანვარში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა არ სჭირდებათ, მიუხედავად წამყვანი მოთამაშეების ტრავმებისა.

"ჩვენი შემადგენლობით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ. იანვარში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას არ ვაპირებთ. თუმცა თუ მომავალში რაიმე სერიოზული ტრავმები იქნება, არ არის გამორიცხული გაძლიერება დაგვჭირდეს. ჯერჯერობით კი ეს საკითხი არ დგას", - განაცხადა ფერგიუსონმა.

ამ დროისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ლაზარეთში ნემანია ვიდიჩი, დარენ ფლეტჩერი, რიო ფერდინანდი, მაიკლ ოუენი, ანდერსონი, ტომ კლივერლი, ფაბიო, ფილ ჯონსონი და ეშლი იანგი იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული