"ჩვენი შემადგენლობით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ. იანვარში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას არ ვაპირებთ. თუმცა თუ მომავალში რაიმე სერიოზული ტრავმები იქნება, არ არის გამორიცხული გაძლიერება დაგვჭირდეს. ჯერჯერობით კი ეს საკითხი არ დგას", - განაცხადა ფერგიუსონმა.
ამ დროისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ლაზარეთში ნემანია ვიდიჩი, დარენ ფლეტჩერი, რიო ფერდინანდი, მაიკლ ოუენი, ანდერსონი, ტომ კლივერლი, ფაბიო, ფილ ჯონსონი და ეშლი იანგი იმყოფებიან.