"არსენალი" პატოში 25 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" განაგრძობს თავდასხმის ხაზის გაძლიერების ვარინტების ძებნას. "მეთოფეები" გეგმავენ, "მილანის" ბრაზილიელი ფორვარდი ალეშანდრო პატო გადაიბირონ.

როგორც გაირკვა, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის "როსონერის" 22 წლის თავდამსხმელში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას ლონდონელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აპირებენ, თუმცა მანამდე მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ბრაზილიელი სეზონს იტალიაში დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ პატომ სერია A-ში რვა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

მომზადებულია A Bola-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
პატოს არ ვყიდით
dato
04:07 27-12-2011
0

სიახლეები პოპულარული