"ჩელსიმ" შესაძლოა ტრანსფერებზე 150 მილიონი ფუნტი დახარჯოს

AutoSharing Option
"ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი 2012 წელს გუნდის გაძლირებაზე 150 მილიონ ფუნტს დახარჯავს.

"არისტოკრატების" მთავარი სამიზნეები "ნაპოლის" ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი და მარეკ ჰამშიკი იქნებიან.

კავანი ლონდონელებს სავარაუდოდ 50 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ, ხოლო სლოვაკი ჰავბეკის ტრანსფერი 30 მილიონ ფუნტად ფასდება.

გარდა ნეაპოლელებისა, "ჩელსიში" შესაძლოა მილოშ კრასიჩი ("იუვენტუსი") და გერი კეჰილი ("ბოლტონი") გადავიდნენ.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული