მანჩინი: ვეცდებით, სეზონის ბოლომდე პირველ ადგილზე დავრჩეთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ "ვესტ ბრომვიჩთან" ნულოვან ფრედ დასრულებულ მატჩზე ისაუბრა.

"ეს იმედგამაცრუებელი შედეგია. ჯერ კიდევ თამაშამდე ვთქვი, რომ გამარჯვება რთული იქნებოდა, თუ გოლის გატანას თავიდანვე ვერ შევძლებდით. ასეც მოხდა. მეორე ტაიმში მეტოქე მთელი გუნდით თავს იცავდა. მსგავს მატჩებში შესაძლოა, მარცხიც განიცადო.

პირველ ტაიმში ორი ან სამი გოლი უნდა გაგვეტანა. შეხვედრის მეორე ნახევარში, როდესაც მეტოქემ გადაწყვიტა მთელი გუნდით დაცვაში ჩამჯდარიყო, სახიფათო მომენტების შექმნა უფრო რთული გახდა, მაგრამ ისინი მაინც იყო.

გატანილი და გაშვებული ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით მაინც
პირველ ადგილზე ვიმყოფებით. გასაგებია, რომ რთულია სეზონის ბოლომდე მუდმივად პირველი ადგილის შენარჩუნება, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით", - თქვა მანჩინიმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული