ვილაშ-ბოაში: "ჩელსისთვის" ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკიდურესად გართულდა

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ "ფულჰემთან" (1:1) მატჩის შემდეგ, ამ კლუბისთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკიდურესად გართულდა.

"ახლა ჩვენთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გართულდა. არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრა უაღრესად რთული იქნება. დეკემბრის შედეგები შესაძლო იყო დამაკმაყოფილებლად მიგვეჩნია, თუ ორ საშინაო შეხვედრაში ექვს ქულას ავიღებდით. თუმცა ეს ფრე ყველა ძალისხმევას წყალში ყრის.

თვის დასაწყისში მოპოვებული ქულები წყალს გავატანეთ. თავიდან ჩამორჩენის შვიდ ქულამდე შემცირება შევძელით, მაგრამ ახლა მანჩესტერული კლუბების დამაჯერებელი შედეგების გათვალისწინებით, მდგომარეობა კვლავ გართულდა", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

18 თამაშის შემდეგ "ჩელსის" 34
ქულა აქვს, რაც "მანჩესტერ სიტის" და მანჩესტერ იუნაიტედის" ქულათა მარაგზე 11-ით ნაკლებია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული