"დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ მომწონს. მესმის, რომ ყველაფერი ტელევიზიისთვის კეთდება, მაგრამ ორ დღეში ორჯერ თამაში, მაშინ, როდესაც სხვები სამ დღეში ერთხელ თამაშობენ, უსამართლობაა. მერწმუნეთ, 48 საათის განმავლობაში მოედანზე ორჯერ გასვლა დამღლელია. ეს, რასაკვირველია, დაღს დაგვასვამდა, მაგრამ რაც არის არის. ჩვენ სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ და ბრძოლა განვაგრძოთ, რადგან წინ ძალიან მნიშვნელოვანი იანვარი გველის".
შემდეგ,
მეტიც, "ლივერპული", რომელიც, როგორც მოგახსენეთ, "მანჩესტერ სიტის" 3 იანვარს ხვდება თამაშსა და თამაშს შორის ოთხ დღეს ისვენებს. მერსისაიდელები "ნიუკასლს" 30 დეკემბერს ხვდებიან, მერე კი ისტლენდელებთან შეხვედრამდე საქმე აღარ აქვთ - დასვენებულები იქნებიან.
მანჩინიმ დასძინა: "ვფიქრობ, "იუნაიტედი" შემდეგ თამაშს მოიგებს და ეს ძალიან გაგვირთულებს საქმეს, რადგან 48 საათში ორი მატჩი მოგვიწევს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მაინც შეგვიძლია წარმატებით გამოსვლა. მთავარია, რომ ამ გადატვირთულ პერიოდს გავუძლოთ და საჩემპიონო დოღს არ ჩამოვრჩეთ".
უშუალოდ "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრის შესახებ კი მანჩინიმ ასე თქვა: "ჩვენ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, რამაც ძალიან დაგვწყვიტა გული, რადგან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით.
თამაშის წინ რომ გვცოდნოდა თუ რა აუცილებელი ყოფილა გოლის დასაწყისშივე გატანა, გარწმუნებთ, გავიტანდით. რასაკვირველია, კარგად ვიცით, რომ ოცდათვრამეტივე ტურის განმავლობაში ცხრილის სათავეში დარჩენა უძნელესი საქმეა, მაგრამ ჩვენსას აუცილებლად ვცდით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"