75-ე წუთზე სტუმრებს ნახევარმცველი ნენად მილიაში გაუძევეს და უმცირესობაში დარჩენილებს ჩრდილოლონდონელებთან ბრძოლა კიდევ უფრო გაუჭირდათ, მაგრამ მეკარე უეინ ჰენესიმ რამდენიმეჯერ გამოიჩინა თავი.
მილიაშის გაძევების მიზეზი მიკელ არტეტას წინააღმდეგ ქაცვებაღმართული ბუცით თამაში გახლდათ. მიაქციეთ ყურადღება: "მეთოფეებმა" კვლავ ვერ გაიმარჯვეს შეხვედრაში, რომელშიც მათმა ქარიზმატულმა ლიდერმა, რობინ ვან პერსიმ გოლი ვერ გაიტანა.
"რასაკვირველია, შედეგი ძალიან გულდასაწყვეტი გამოდგა, მაგრამ ვერავის ვერაფერს დავაბრალებ. ეს ისეთი თამაში იყო, როდესაც ცდილობ, გამარჯვებისათვის ძალ-ღონეს არ იშურებ, მაგრამ არაფერი გამოდის, რადგან იღბალი შენს მხარეზე არ არის. თან, მოწინააღმდეგემ ბოლო წამამდე გააფთრებით იბრძოლა".
ადრე მოგახსენებდით, რომ რობინ ვან პერსის ალან შირერის რეკორდამდე ორი გოლი აკლია. ერთხელაც დავაზუსტებთ: შირერს კალენდარული წლის განმავლობაში 36 გოლი აქვს გატანილი. "ვულვერჰემპტონთან" შეხვედრაში ვან პერსის ხელი მოეცარა და "ნიუკასლის" ლეგენდას ვერ წამოეწია, მაგრამ მარაგში კიდევ აქვს ერთი თამაში - 31 დეკემბერს "მეთოფეები" "ქუინზ პარკ რეინჯერსს" მასპინძლობენ.
სუონსიში, "ლიბერთი სთედიუმზე" საინტერესო შეხვედრა გაიმართა, მაგრამ 1:1 დასრულდა. "ქუინზ პარკ რეინჯერსის" ფეხბურთელმა, ჯონ მეკიმ მასპინძელი დენი გრემის პირველ ტაიმში გატანილი გოლი გაქვითა.
ნორვიჩში გარეთ ბეილის ორი შედეგიანი დარტყმით "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" თაცის საჩემპიონო ამბიციებს გაუსვა ხაზი. უელსელს პირველ ტაიმშიც ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა მიზანს ააცილა, შესვენების შემდეგ კი სიზუსტეს უმატა.
დღეისათვის "დეზები" საკმაოდ კომფორტულ მდგომარეობაში არიან: მართალია, ლიდერს 7 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ მდევარ ჩელსის 4 ქულით უსწრებენ და თან თამაშიც მარაგში აქვთ - ასე დამთავრდა 2011 წლის "ბოქსინგ დეი". წინ საახალწლო ტურებია.
ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური
არსენალი-ვულვერჰემპტონი 1:1
არსენალი (4-4-2): შჩესნი - დჯურუ (85. შამახი), კოშელნი, მერტეზაკეტი, ვერმაელენი - ბენაიუნი (63. არშავინი), არტეტა, სონგი (71. რემსი), ჟერვინიო - როსიცკი, ვან პერსი
ვულვერჰემპტონი (4-5-1): ჰენესი - ზუბარი (50. სტირმენი), ბერა, რ. ჯონსონი, უორდი - ჯერვისი, ჰენრი, მილიაში, ჰანტი (86. დოილი), ფორდი (72. გუედიოურა) - ფლეტჩერი
გოლები: 1:0 ჟერვინიო (8), 1:1 ფლეტჩერი (38)
გაფრთხილება: ვერმაელენი, სონგი - რ. ჯონსონი, გუედიოურა, ჰენესი
გაძევება: მილიაში (75-ვულვერჰემპტონი)
კუთხური: 13-3; ჯარიმა: 5-12; კარში დარტყმა: 27-6 (11-1); თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 73%-27%
მაყურებელი: 59 686
სუონსი-ქუინზ პარკი 1:1
სუონსი (4-4-2): ვორმი - რანგელი (57. მური), უილიამსი, კოლკერი, ე. რიჩარდსი - რუტლიჯი (57. დაიერი), ბრიტონი, უგუსტეინი, სინკლერი - ალენი, გრემი
ქუინზ პარკი (4-4-2): კენი - ლ. იანგი, ჰილი, ჰოლი, ტრაორე - ბარტონი, ფაურლინი, დერი, მეკი - ტაარაბტი, ჰელგიუსონი
გოლები: 1:0 გრემი (14), 1:1 მეკი (58)
გაფრთხილება: ე. რიჩარდსი - ჰილი, ბარტონი, ტაარაბტი
კუთხური: 5-11; ჯარიმა: 14-12; კარში დარტყმა: 6-9 (3-4); თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 19 530
ნორვიჩი-ტოტენჰემი 0:2
ნორვიჩი (4-4-2): რადი - დე ლაეტი (64. ბერნეტი), მარტინი, უიტბრედი, დრარი (75. ბენეტი) - კროფტსი (75. პილკინგტონი), ფოქსი, ჰულაჰანი, სარმენი - ჰოლტი, ს. მორისონი
ტოტენჰემი (4-5-1): ფრიდელი - უოქერი, გალასი, ქაბული, ასუ-ეკოტო (72. როუზი) - ვან დერ ვაარტი (85. კრანჩარი), პარკერი (90. ლივერმორი), მოდრიჩი, სანდრო, ბეილი - ადებაიორი
გოლები: 0:1 ბეილი (55), 0:2 ბეილი (67)
გაფრთხილება: უიტბრედი - გალასი
კუთხური: 3-10; ჯარიმა: 9-9; კარში დარტყმა: 6-15 (2-7); თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 26 807
1. სიტი 18 14 3 1 53-15 45
2. იუნაიტედი 18 14 3 1 47-14 45
3. ტოტენჰემი 17 12 2 3 34-19 38
4. ჩელსი 18 10 4 4 36-21 34
5. არსენალი 18 10 3 5 34-26 33
6. ლივერპული 18 8 7 3 21-14 31
7. ნიუკასლი 18 8 6 4 25-22 30
8. სტოკი 18 7 4 7 18-28 25
9. ვესტ ბრომვიჩი 18 6 4 8 19-26 22
10. ევერტონი 17 6 3 8 18-20 21
11. ნორვიჩი 18 5 6 7 27-33 21
12. ასტონ ვილა 18 4 8 6 19-23 20
13. ფულჰემი 18 4 7 7 19-24 19
14. სუონსი 18 4 7 7 17-22 19
15. სანდერლენდი 18 4 6 8 22-22 18
16. ქუინზ პარკი 18 4 5 9 18-32 17
17. ვულვზი 18 4 4 10 20-33 16
18. უიგანი 18 3 5 10 15-35 14
19. ბოლტონი 18 4 0 14 22-41 12
20. ბლექბერნი 18 2 5 11 25-39 11
ბომბარდირები
16 - ვან პერსი (არსენალი); 14 - ბა (ნიუკასლი); 13 - აგუერო (სიტი), რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 10 - ჯეკო (სიტი), იაკუბუ (ბლექბერნი); 9 - ადებაიორი (ტოტენჰემი) , სტარიჯი (ჩელსი); 8 - ბალოტელი (სიტი); 7 - ბეილი (ტოტენჰემი), ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი), ჰოლტი (ნორვიჩი), ჰელგიუსონი (ქუინზ პარკი), ლემპარდი (ჩელსი), კლასნიჩი (ბოლტონი); 6 - დეფო (ტოტენჰემი), ერნანდესი (იუნაიტედი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი).
XIX ტური
30 დეკემბერი. ლივერპული-ნიუკასლი;
31 დეკემბერი. მანჩესტერ იუნაიტედი-ბლექბერნი, არსენალი-ქუინზ პარკი, ბოლტონი-ვულვერჰემპტონი, ჩელსი-ასტონ ვილა, ნორვიჩი-ფულჰემი, სტოკი-უიგანი, სუონსი-ტოტენჰემი;
1 იანვარი. ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი, სანდერლენდი-მანჩესტერ სიტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"