ჰარი რედნაპი: ბეილი არ იყიდება

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი აცხადებს, რომ მისი გუნდის მარცხენა ვინგერი, უელსელი გარეთ ბეილი უახლოეს მომავალში "დეზების" შემადგენლობას არ დატოვებს.

"მსოფლიოში მხოლოდ სამი გუნდია, რომელსაც ბეილის ყიდვა შეუძლია - "რეალი", "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი". ამ გუნდებს მისი ღირებულების გადახდა შეუძლიათ და შესაბამისი ხელფასის მიცემაც. მაგრამ ბეილი არ იყიდება.

თუ რაიმეს პრეტენზია გაქვს, ასეთი ფეხბურთელების გაყიდვა არ შეიძლება. ამ საკითხში ჩემი და კლუბის ხელმძღვანელობის აზრი ემთხვევა", - თქვა რედნაპმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული