რობინ ვან პერსი: მირჩევნია საგოლე გადაცემა გავაკეთო, ვიდრე ბურთზე ფეხის დახვედრებით გოლი გავიტანო

AutoSharing Option
"არსენალის" თავდამსხმელმა, რობინ ვან პერსიმ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატში 16 გოლი გაიტანა, განაცხადა, რომ კარგი საგოლე გადაცემა მისთვის არანაკლებ ფასობს, ვიდრე გოლი.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ამ დროისთვის ინგლისის პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

"კარგ საგოლე გადაცემას გატანილ ბურთზე არანაკლებ ვაფასებ. ბოლო ხანს ხალხიც უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას შედეგიან გადაცემებზე. ვამჯობინებდი ნამდვილად კარგი საგოლე პასი გამეკეთებინა, ვიდრე ბურთი ბადეში უბრალოდ ფეხის დახვედრებით გადამეგზავნა", - თქვა ვან პერსიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული