მარიოს ფული რად უნდა, მარიო თვითონ ფულია...

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" სკანდალებით განთქმულმა ფეხბურთელმა, მარიო ბალოტელიმ თავის გულშემატკივართა არმიას ინგლისელი "ლოთებიც" შეჰმატა.

თურმე შობის წინა დღეს, 24 დეკემბერს ფორვარდი ერთ-ერთ მანჩესტერულ პაბს ესტუმრა და იქ შეკრებილები თავისი გულუხვობით გააოცა.

აფრო-იტალიელმა ფორვარდმა "საჭაშნიკოს" ყველა სტუმრის ლუდით გამასპინძლება განიზრახა, რისთვისაც 1000 ევრო არ დაიშურა.

საინტერესოა, რომ თავად ბალოტელის, რომელიც სასმელსა და ქალებზე უარს არცთუ ხშირად ამბობს, ამ დღეს წვეთიც არ დაულევია. როგორც ჩანს, "სიტის" თავკაცის, რობერტო მანჩინის სანქციების შეეშინდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული