თურმე შობის წინა დღეს, 24 დეკემბერს ფორვარდი ერთ-ერთ მანჩესტერულ პაბს ესტუმრა და იქ შეკრებილები თავისი გულუხვობით გააოცა.
აფრო-იტალიელმა ფორვარდმა "საჭაშნიკოს" ყველა სტუმრის ლუდით გამასპინძლება განიზრახა, რისთვისაც 1000 ევრო არ დაიშურა.
საინტერესოა, რომ თავად ბალოტელის, რომელიც სასმელსა და ქალებზე უარს არცთუ ხშირად ამბობს, ამ დღეს წვეთიც არ დაულევია. როგორც ჩანს, "სიტის" თავკაცის, რობერტო მანჩინის სანქციების შეეშინდა.