სუარესი ისევ დააჯარიმეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ფორვარდს,  ლუის სუარესს რვამატჩიანი დისკვალიფიკაციის გარდა კიდევ ერთი შეხვედრის გამოტოვება და ასევე 20 ათასი ფუნტის გადახდაც მოუწევს.

ურუგვაელი ფეხბურთელის მორიგი სასჯელის მიზეზი "ფულჰემთან" შეხვედრაში მეტოქე გუნდის გულშემატკივრებისთვის შუა თითის ჩვენება გახდა.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, პატრის ევრას მიმართ რასისტული შეურაცყოფის მიყენების გამო რვამატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და ფულადი ჯარიმა 40 ათასი ფუნტის ოდენობით დააკისრეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული