ანრიზე უფლებები "ნიუ იორკს" ეკუთვნის. "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ჟერვინიოსა და მარუან შამახის შეცვლას შეძლებს, რომლებიც აფრიკის თასზე გაირჯებიან.
მიმდინარე კვირაში ანრი "არსენალთან" ერთად ვარჯიშობდა და თავისი ფორმით სამწვრთნელო შტაბზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის ჩემპიონატი მარტში განახლდება.