მოდრიჩი: "ტოტენჰემში" სეზონის ბოლომდე დავრჩები

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ გუნდში დარჩენას სეზონის ბოლომდე აპირებს.

"ყველაფერს რასაც ჩემზე წერენ, პრესის გამოგონილია. არაფერი ვიცი ჩემს ტრანსფერთან დაკავშირებით შემოთავაზებაზე.

ვცდილობთ კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ, რომ სასურველს შედეგს მივაღწიოთ, რომელსაც ჩვენგან გულშემატკივრები ითხოვენ. არ მინდა ზამთარში იგივე გავიარო, რაც ზაფხულში გადამხდა თავს. ამიტომ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გუნდში სეზონის ბოლომდე დავრჩები.

რა თქმა უნდა, გუნდიდან ჩემი წასვლის მცირე შანსი არსებობს, თუ კლუბმა სათანადო შეთავაზება მიიღო. თუმცა იმედი მაქვს, რომ "ტოტენჰემში" ივნისამდე დავრჩები და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას", - თქვა
მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ "დეზების" ხელმძღვანელობა მზად არის ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველს ხელფასი კვირაში 100 ათასი ფუნტი შესთავაზოს.

მომზადებულია Sportske Novosti-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული