ტურე: "მანჩესტერ სიტის" საქმეები უფრო მაინტერესებს, ვიდრე აფრიკის თასი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" და კოტ'დიუვარის ნაკრების ნახევარმცველმა, იაია ტურემ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ევროპა ორი კვირით ისვენებს, ინგლისში კი დეკემბერსა და იანვარში ყოველ მესამე დღეს გვიწევს თამაში. თუ აფრიკის ერთა თასის ფინალში გავაღწევთ, "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში იანვარსა და თებერვალში ოთხი ან ხუთი თამაშის გამოტოვება მომიწევს. ჩემს პოზიციაზე კლუბში შესანიშნავი კანდიდატები არიან - დე იონგი, მილნერი, ნასრი, ბარი. ჩვენ ურთიერთნდობა გვაქვს და არ ვფიქრობ, რომ ისინი ჩემს ადგილს დაიკავებენ.

ნაკრებში დიდი ხანია ვთამაშობ, მაგრამ ახლა კლუბის საქმეებზე ვარ გადართული და
მოცემულ მომენტში ეს უფრო მაინტერესებს. ამ სეზონში შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს და მწვრთნელიც კარგად უძღვება თავის სამუშაოს. პრემიერლიგის მოგების იმედი გვაქვს", - თქვა ტურემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული